Aa
Aa

"კარვახალი ისევ დაშავდა" - ზიდანი ვალენსიასთან მატჩის შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში "რეალმა" "ვალენსიას" უმასპინძლა და მარტივად 2:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ "ბლანკოსის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მენდის კარგი თამაში მიხარია. ის გუნდში ახალი მოსულია და უკვე ძალიან გაიზარდა. ფრანგს შეტევაში თამაში კარგად შეუძლია. დღეს კარგი გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც შეტევაშიც აქტიურობს და დაცვაში ჩამოსვლას არ აგვიანებს.

დაცვის თამაში აშკარად გამოსწორებულია. სეზონის განმავლობაში ხშირად ვაწყდებით პრობლემებს, თუმცა მათ არ უნდა გავექცეთ. წინ კიდევ 48 ქულა არის გასათამაშებელი.

ჩვენ აღებული გეზით ვაპირებთ ყველაფრის გაგრძელებას. ახლა კარგ ფორმაში ვართ და ჩვენი თავის გვჯერა. დღეს წარმატებულად დაცვაშიც ვითამაშეთ და შეტევაშიც.

მინდა, რომ ყველა ფეხბურთელი მუდამ ჯანმრთელი იყოს. მწვრთნელისთვის ყველაზე ცუდი ფაქტი მოთამაშეების ხშირი ტრავმიანობაა. კარვახალი ისევ დაშავდა. იმედი მაქვს სერიოზული არაფერია. მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაზუსტებულ პასუხს ხვალ გავიგებთ." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ "ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ "რეალს" 49 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციაზე კი თანაქალაქელი "ატლეტიკოა", რომელსაც 54 ქულა აქვს, თუმცა სხვა გუნდებისგან განსხვავებით "როხიბლანკოს" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები