ჯოკოვიჩის გამარჯვება და რეკორდი - წინ ალექსანდრ ზვერევია
Aa
Aa

ჯოკოვიჩის გამარჯვება და რეკორდი - წინ ალექსანდრ ზვერევია

ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში ერთმანეთს მილოშ რაონიჩი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ. სერბმა ვარსკვლავმა მეტოქე 4 სეტში 7:6 4:6 6:1 6:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

წინა მატჩის მსგავსად ნოვაკმა თამაში ტკივილებით დაიწყო და დისკომფორტი ეტყობოდა. პირველ სეტში მილოშმა დიდი წინააღმდეგობა გასწია, თუმცა ტაი-ბრეიკზე 4:7 დამარცხდა. მეორე სეტში კი უპირატესობა კანადელის მხარეს გადავიდა. ნოვაკის ტკივილები კი სულ უფრო იზრდებოდა. 

მესამე სეტში რეიტინგის პირველმა ნომერმა სრული დომინაცია მოიპოვა და რაონიჩს არანაირი შანსი არ დაუტოვა. მარტივად 6:1. მატჩის უკანასკნელი ნაწილი კი დაძაბული გამოდგა. ჯოკოვიჩს ტკივილები შეუმსუბუქდა და ვიხილეთ ისეთი თამაში, როგორსაც გულშემატკივრები მისგან ყოველთვის ელიან. 1 ბრეიკიანი უპირატესობით მეოთხე სეტი დასრულდა და ჯოკოვიჩი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

რაონიჩის დამარცხებით 33 წლის სერბი ჩოგბურთის ისტორიაში შევიდა. ნოვაკს დიდი სლემის ტურნირებზე 300 გამარჯვება დაუგროვდა.

მატჩი 2 საათი და 56 წუთი გრძელდებოდა. მეოთხედფინალში სერბი ჩოგბურთელის მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ლაიოვიჩი დაამარცხა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები