ნაიჯელ დე იონგი ფილიპო ინძაგის დაუპირისპირდა
Aa
Aa

ნაიჯელ დე იონგი ფილიპო ინძაგის დაუპირისპირდა

როგორც იტალიური გამოცემა, „Calcio Mercato“ იტყობინება, „მილანის“ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი მოხდა.

აღნიშნული დაპირისპირება ჰოლანდიელი ფეხბურთელის, ნაიჯელ დე იონგის სიტყვებს მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ფილიპო ინძაგი "მილანის" გაწვრთნის ღირსი არ არის. ნაიჯელ დე იონგს კი მხარი რამდენიმე ფეხბურთელმაც აუბა.

ამ კონფლიქტის შემდეგ ინძაგიმ „მილანელოზე“ დამატებითი ვარჯიში დანიშნა და ფეხბურთელები კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გაურკვეველი დროით ჩაკეტა.

 

როგორც მოგეხსენებათ, "მილანი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს და „ევროპის ლიგის“ ზონას 6 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები