წყალბურთელთა დასანანი მარცხი - მსაჯის უხეში შეცდომები და არშემდგარი სენსაცია
Aa
Aa

წყალბურთელთა დასანანი მარცხი - მსაჯის უხეში შეცდომები და არშემდგარი სენსაცია

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან 10:11 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების საწინააღმდეგოდ და მეტოქის სასარგებლოდ მსაჯმა ორი ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ბერძნებს 1 გოლი ჩაუთვალა, რომელიც თამაშის წესის დაღღვევით გავიდა. ასევე, მატჩის მიწურულს ბერძენი მოთამაშე გაძევებას იმსახურებდა, რომელმაც თამაშის წესი დაარღვია და საქართველოს ნაკრებს ბოლო შეტევის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა.


შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის როტერდამში იბრძვის. საქართველოსთვის ეს იყო ტურნირის პირველი მატჩი. 21 თებერვალმდე საქართველოს ნაკრები კიდევ რამდენიმე მატჩს ჩაატარებს. ქართველებთან და ბერძნებთან ერთად A ჯგუფში ასევე არიან მონტენეგროელები, თურქები, კანადელები და ბრაზილიელები.

საქართველოს ნაკრებს შემდეგი მატჩი თურქეთის წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა მათ რიგებში რამდენიმე კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა და მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ყველა იმ ნაკრებს, რომლებსაც თურქეთთან უნდა ეთამაშა ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვლებათ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 10 საუკეთესო ევროპულ გუნდს შორის მოხვდა და სამი საუკეთესო ოლიმპიადაზე იასპარეზებს.

საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები