Aus Open: ტიმი ტურნირს გამოეთიშა - დიმიტროვი შეუდარებელი იყო
Aa
Aa

Aus Open: ტიმი ტურნირს გამოეთიშა - დიმიტროვი შეუდარებელი იყო

ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალურ სტადიაზე საკმაოდ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა და მსოფლიოს მე-3 ჩოგანი დომინიკ ტიმი გათამაშებას გამოეთიშა.

ავსტრიელი 3 სეტში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან უშანსოდ დამარცხდა - 4:6, 4:6, 0:6.

შეხვედრა 2 საათსა და 3 წუთს გაგრძელდა. ბულგარელი შესანიშნავად გამოიყურებოდა და დაპირისპირება სრულიად დამსახურებულად მოიგო.

ტიმს მე-3 ეტაპის გადალახვაც საკმაოდ გაუჭირდა, თუმცა ნიკ კირიოსი 5-სეტიან ბრძოლაში 3 საათსა და 24 წუთში 4:6; 4:6; 6:3; 6:4; 6:4 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ტიმმა 2020 წელს ამერიკის ღია პირველობაზე გამარჯვება შეძლო და კარიერაში პირველი „დიდი სლემის“ ტურნირი მოიგო.  ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში კი დანილ მედვედევთან სამ სეტში 4:6 7:6 6:4 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები