Aa
Aa

"ნაპოლის პენალტი საეჭვო იყო" - რა თქვა პირლომ მატჩის შემდეგ

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში "იუვენტუსი" "ნაპოლის" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე ინსინემ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. შეხვედრის შემდეგ "ბიანკონერის" თავკაცმა ანდრეა პირლომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ საეჭვო თამაშის წესების დარღვევის გამო წავაგეთ. სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ. ამისთვის ჩვენ იდეალურად ვითამაშეთ და ეს შედეგი არ დაგვიმსახურებია. ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც საჭირო იყო. ამით კი მოწინააღმდეგემ ისარგებლა და პოზიციებს მარტივად იცვლიდა. 

მეორე ტაიმში უპირატესობას ვფლობდით და "ნაპოლიზე" მეტი მომენტი შევქმენით. სამწუხაროდ მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ.

მსაჯები "იუვენტუსის" თამაშებზე გარკვეულ ეპიზოდებს სხვანაირად აფასებენ, რადგან ჩვენზე ყველა საუბრობს. ზოგჯერ ჩვენი ტაქტიკა ამართლებს, ზოგჯერ კი არა.

თამაშით კმაყოფილი ვარ. ერთადერთი რაც გვაკლდა მომენტების რეალიზება იყო. როდესაც ხშირად თამაშობ, ბუნებრივია, რომ გარკვეულ ასპექტში გიჭირს.

არ არსებობს იმის გარანტია, რომ გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ გოლს გაიტანს სკუდეტოს მოიგებს. დღეს ჩვენ უამრავი მომენტი გვქონდა და მატჩის გმირი "ნაპოლის" მეკარე იყო. აქედან გამომდინარე ჩემს ფეხბურთელებზე არ ვბრაზდები.

გატუზოს წარმატებით მოხარული ვარ, რადგან ის ჩემი მეგობარია. მიუხედავად ამისა, მერჩივნა მოგვეგო და ნეაპოლიდან 3 ქულა წამოგვეგო." - განაცხადა პირლომ

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ "იუვენტუსი" 42 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ტურინელები 21 თებერვალს, სტუმრად "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები