რეკორდი! - კრიშტიანუს 500 მილიონი გამომწერი ჰყავს
Aa
Aa

რეკორდი! - კრიშტიანუს 500 მილიონი გამომწერი ჰყავს

მსოფლიოს მასშტაბით, რომ კრიშტიანუ რონალდუ ძალიან პოპულარული ადამიანია ეს ახალი არ არის. დღეს კი სპორტულმა გამოცემა "ბლიჩერმა" მსოფლიოს ახალი ინფორმაცია გააცნო. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გახდა პირველი ადამიანი, ვისაც სოციალურ ქსელში 500 მილიონი გამომწერი ჰყავს.

ყველაზე მეტი 261 მილიონი მას "ინსტაგრამზე" ჰყავს. შემდეგ მოდის ფეისბუკი, სადაც 148 მილიონი ფიქსირდება. ბოლოს კი "ტვიტერის" ჯერია. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სოციალურ ქსელში კრიშტიანუს 91 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელი შემტევი საოცარ ფეხბურთს თამაშობ და ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს. ყველა ტურნირზე ერთად რონალდუმ 25 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. სერია ა-ს კი 16 შედეგიანი დარტყმით ერთპიროვნულად ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები