უღირსი საქციელი - მანჩესტერ სიტის U18-ის ფეხბურთელმა fair play-ის წესები დაარღვია
Aa
Aa

უღირსი საქციელი - მანჩესტერ სიტის U18-ის ფეხბურთელმა fair play-ის წესები დაარღვია

ქალაქ მანჩესტერში "იუნაიტედი" და "სიტი", რომ ერთმანეთის გულშემატკივრებს არ უყვართ ეს ახალი არ არის. არც ფეხბურთელები გიჟდებიან ერთმანეთზე დიდად და ეს ყველაფერი ამ ორი კლუბის U18-ის თამაშშიც ნათლად აისახა.

"წითელი ეშმაკების" ასაკობრივმა გუნდმა "ქალაქელების" შეგირდებს უმასპინძლა. მატჩის 41-ე წუთზე სტუმრებმა fair play-ის პრინციპით მასპინძლებს ბურთი დაუბრუნეს, რა დროსაც "სიტის" 17 წლის შემტევმა ტაი სოჯიმ ბურთი კარისკენ წაიღო და "იუნაიტედს" გოლი გაუტანა.

ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, "იუნაიტედის" ფეხბურთელებს არ ესიამოვნათ, მაგრამ ნასიამოვნები არც "სიტის" მოთამაშეები დარჩნენ. გოლი ჩაითვალა, თუმცა "ქალაქელებმა" "ეშმაკებს" გოლის გატანის საშუალება მისცეს. ჩარლი მაკნილი სტუმართა მცველებმა საჯარიმომდე გაატარეს და მეკარემაც ხელი არ შეუშალა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები