„ტრილოგია იქნება“ - კონორისა და პორიეს მესამე ბრძოლა შესაძლოა ზაფხულში გაიმართოს
Aa
Aa

„ტრილოგია იქნება“ - კონორისა და პორიეს მესამე ბრძოლა შესაძლოა ზაფხულში გაიმართოს

UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ირლანდიელმა მებრძოლმა UFC 257-ის ფარგლებში წაგებული ჯახის შემდეგ, განაცხადა, რომ პორიესთან მესამე ბრძოლის გამართვა სურს და როგორც ჩანს, UFC ამის წინააღმდეგი არაა.

„როცა ორი ასეთი მებრძოლი გყავს, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ, ყველაფერი მარტივადაა. დასტინი ნომერ პირველი პრეტენდენტია, კონორი კი მეექვსე ადგილზე იმყოფება და თუ მათ მესამე ბრძოლის გამართვა სურთ, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს.

ამ ეტაპზე დაზუსტებით რამის თქმა შეუძლებელია. არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება, თუმცა დიდი ალბათობით, მათ შერკინებას ზაფხულში ვიხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ UFC 257-ის ფარგლებში პორიემ კონორი დაანოკაუტა და უაითის თქმით, მაკგრეგორი მესამე ბრძოლას უფრო მოტივირებული შეხვდება. დეინა გვარწმუნებს, რომ მარცხის შემდეგ, ირლანდიელი წარმატებას უფრო მეტადაა მოწყურებული და გამარჯვების მოსაპოვებლად უკან არაფერზე დაიხევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები