ევროპული ნაკრებების რეიტინგი - საქართველო სიძლიერით მეექვსეა
Aa
Aa

ევროპული ნაკრებების რეიტინგი - საქართველო სიძლიერით მეექვსეა

ფიბამ ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტურის წინ ევროპული ნაკრებები სიძლიერის მიხედვით დაალაგა. განახლებულ რეიტინგში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა და ერთბაშად 6 საფეხურით დაწინაურდა.

ზუროსის ბიჭები მეექვსე პოზიციას იკავებენ და მხოლოდ იტალიას, საფრანგეთს, ისრაელს, ხორვატიასა და საბერძნეთს ჩამორჩებიან.

6 - საქართველო

ამჟამინდელი შედეგი - 4-0-ზე (პირველი ადგილი E ჯგუფში)

2017 წლის ევრობასკეტზე დაფიქსირებული შედეგი - ჯგუფური ეტაპი

ადგილი ფიბას მსოფლიო რეიტინგში - 36-ე

მომავალი მატჩები - სერბეთი და ფინეთი საქართველოში

The latest #EuroBasket Power Rankings are up! Who's moving up in the final Qualifiers window? ???????? Check out the full rankings ???? ???? http://bit.ly/EBPowerRank3

Posted by FIBA EuroBasket on Friday, February 12, 2021

„საქართველო კვლავინდებურად იდეალურია და 2022 წლის ევრობასკეტის მასპინძელ ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც მარცხი არ აქვს“, - წერს ევრობასკეტის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს საქართველოს ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება, ხოლო 21-ში ფინეთთან ჯახი ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები