მაჰრეზის უცნაური ამბავი - როგორ მოპარეს ალჟირელს 200 000-ზე მეტი
Aa
Aa

მაჰრეზის უცნაური ამბავი - როგორ მოპარეს ალჟირელს 200 000-ზე მეტი

The Sun-ი რიად მაჰრეზის შესახებ საინტერესო ისტორიას აქვეყნებს, როცა ფეხბურთელი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მოთამაშემ პირადი საბანკო ბარათი დაკარგა და ეს ფაქტი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩინა. დაახლოებით ხუთ კვირაში მისი ანგარიშიდან 200 000 ევროზე მეტი თანხა გამოიყენეს.

32 წლის შარიფ მოჰამედი ის პიროვნებაა, რომელმაც 2017 წელს სპორტსმენის საბანკო ბარათი სხვასხვა სერვისებისთვის გამოიყენა. მან 23 000 ევრო იბიცაზე გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე დახარჯა, შემდეგ კი ძვირადღირებული ტანსაცმელი შეიძინა. ასევე, თანხა აზარტულ თამაშებსა და სწრაფი კვების ობიექტებში დახარჯა. მაჰრეზის საბანკო ბარათი არ დაუბლოკია, თუმცა სამართალდამცავებმა აღნიშნული ფაქტის შესახებ გამოძიება ახლახანს დაიწყეს.

თაღლითი შარიფ მოჰამედი დააკავეს და საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის წარსულში ნასამართლევია, ძარცვისთვის საპყრობილეში 45 თვე გაატარა.

შეგახსენებთ, ალჟირელი შემტევი 2017 წელს ''ლესტერის'' ფეხბურთელი იყო. 2018 წელს კარიერა პეპ გუარდიოლას ''მანჩესტერ სიტიში'' გააგრძელა. სატრანსფერო თანხამ 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, რაც ''მელიების'' ისტორიაში სარეკორდო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები