რუსი მორაგბე -
Aa
Aa

რუსი მორაგბე - "ასეთი საქართველოსთვის უნდა მოგვეგო"

რუსეთის ნაკრების მორაგბებ ვალერი მოროზოვმა ფედერაციის ოფიაციალურ წარმომადგენლებთან საქართველოსა და რუსეთის მატჩზე ისაუბრა.

სტატისტიკაზე ვნერვიულობდით. მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს. ერთ მომენტში ქართველებს კარგად მივაწექით და ლელოც დავუდეთ. თამაში ძალიან მომეწონა. ბიჭები ყოჩაღები არიან, მათ ბოლომდე იბრძოლეს.

იგრძნობოდა,რომ წლის განმავლობაში ცოტა მატჩი გავმართეთ. მხოლოდ მეორე მატჩი იყო. საქართველოსთან გუნდმა ანახა მაქსიმუმი რაც ამ ეტაპზე შეეძლოთ. გამოვარჩევდი ბორჯრლოსნების ლელოს. მათმა 9 ნომერმა კლასის ხარჯზე შეძლო ესყველაფერი. გარდა ამ ლელოსი საქართველოს ნაკრებმა ვერაფერი ვერ გააკეთა. ამ მატჩში კარგად ვითამაშეთ და ასეთი საქართველოსთვის უნდა მოგვეგო“-აღნიშნა მოროხოვმა

შეგახსენებთ,რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 16:7 დაამარცხეს და „დათვებს“ ისტორიაში ოცდამეორედ მოვუგეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები