გატუზო:
Aa
Aa

გატუზო: "მათავისუფლებენ? არაფერი ვიცი, კლუბს ჰკითხეთ"

კოპა იტალიას განმეორებით ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "ნაპოლი" "ატალანტას" ესტუმრა და 3:1 დამარცხდა. ფინალში ბერგამოელები გავიდნენ. მატჩის შემდეგ სპორტულ მედიაში აქტიურად გაჩნდა საუბარი, რომ ჯენარო გატუზოს გუნდიდან გაუშვებენ. ამასთან დაკავშირებით "რინომ" კომენტარი გააკეთა.

"ამის შესახებ არაფერი ვიცი. შეგიძლიათ ეს თავად კლუბს ჰკითხოთ. გემის კაპიტანი მე ვარ და, როდესაც საქმე ცუდად მიდის პასუხისმგებლობა ყოველთვის კაპიტანს ეკისრება.

არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი უკანასკნელი პერიოდია. უკეთესი მუშაობისთვის დრო და ნდობა მჭირდება. მე მწვრთნელი ვარ და თუ გამათავისუფლებენ არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი. ახლა უბრალოდ მინდა მაქსიმალურად ბევრი ვიმუშაო, რათა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს" - განაცხადა გატუზომ

სერია ა-ს მორიგ ტურში "ნაპოლი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციით წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა ჯენარო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ. მატჩი 13 თებერვლით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები