„ცდილობენ მაკგრეგორი მკვდრეთით აღადგინონ
Aa
Aa

„ცდილობენ მაკგრეგორი მკვდრეთით აღადგინონ" - დიასი UFC-ს აკრიტიკებს

UFC-ის მებრძოლმა, ნეით დიასმა კონორ მაკგრეგორის შესახებ ისაუბრა. დიასმა ინტერვიუ ESPN-ს მისცა და ირლანდიელის მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო UFC გააკრიტიკა.

„UFC კონორის გაცოცხლებას ცდილობს. ისინი ზუსტად ასე იქცევიან და მათი მიზანი მკვდარი მაკგრეგორის გაცოცხლებაა. არ მგონია, იმდენი გადამიხადონ, რომ მსგავსი რამ გავაკეთო და ჩემთვის უკვე სულერთია, რას მოიმოქმედებენ.

საკითხი, რომელზეც მინდა, ვისაუბრო მატჩრევანშებს უკავშირდება. კარიერაში 11 მარცხი მაქვს და რევანშის აღება ყველა შემთხვევაში მსურდა, მაგრამ UFC-ს ეს არც განუხილავს და ამ თემაზე საუბარიც კი არ ყოფილა. ჩემ მიერ წაგებული ჩხუბების 95 პროცენტში მსაჯთა გადაწყვეტილებით დავმარცხდი და მათ წაგებებსაც ვერ ვუწოდებთ, რადგან ბრძოლების უმრავლესობა მოვიგე, მაგრამ მსაჯებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს.

მიუხედავად ამისა, რევანშის აღების საშუალება მაინც არ მომეცა, კონორთან მიმართებით კი ყველაფერი სხვანაირადაა. მაკგრეგორთან ბრძოლა ნაადრევად დავასრულე და მან მატჩრევანში მაინც მიიღო. ხაბიბმა იგივე გააკეთა და UFC ცდილობს, კონორს არწივთან კიდევ ერთი შანსი მისცეს. პორიემ მაკგრეგორი დაანოკაუტა და მესამე ბრძოლაზე საუბარი მაინც მიდის. სრული სიგიჟეა. ეს ბიჭი მატჩრევანშების გამართვის უფლებას ნებისმიერ შემთხვევაში იღებს“.

შეგახსენებთ, რომ დიასმა UFC-ში ბოლოს 2019 წლის 2 ნოემბერს იჩხუბა და ხორხე მასვიდალს დაუპირისპირდა. ბრძოლა მასვიდალის გამარჯვებით დასრულდა და ექიმებმა ნეითს ჩხუბის გაგრძელების უფლება არ მისცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები