ჰემილტონი ყველაზე მდიდარი ბრიტანელი სპორტსმენია
Aa
Aa

ჰემილტონი ყველაზე მდიდარი ბრიტანელი სპორტსმენია

"მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი კვლავაც რჩება ბრიტანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად. 

2014 წლის შედეგების მიხედვით, ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა 88 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა. მეორე ადგილზე გავიდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი უეინ რუნი, რომელმაც "მაკლარენის" პილოტ ჯენსონ ბატონს გაუსწრო.

ჰემილტონის შემოსავალი 2013 წელთან შედარებით 20 მილიონით გაიზარდა. რუნიმ 2014 წელს 72 მილიონი გამოიმუშავა და მას ერთი მილიონით ჩამორჩა შარშანდელი მეორეადგილოსანი ბატონი.

ბრიტანულ სიაში მეოთხე ადგილზეა ჩოგბურთელი ენდი მარეი 48 მილიონით. ხუთეულის ბოლო წევრია "ქუინზ პარკ რეინჯერსის" ფეხბურთელი რიო ფერდინანდი, რომლის შემოსავალი 2014 წელს 44 მილიონი ფუნტი იყო.

ცხელი ამბები