ილია თოფურია:
Aa
Aa

ილია თოფურია: "ვფიქრობ, კარგი მებრძოლი ვარ!"

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ Junkie Radio-სთან მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ილიას თქმით, მას სურს, რომ სულ მალე UFC-ს საოცარი მებრძოლი გახდეს.

"მე მსურს, რომ რაც შეიძლება მალე UFC-ს საოცარ მებრძოლი გავხდე. ეს არის ოცნება, რომელიც კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ მაქვს. მინდა, რომ რაც შეიძლება წინ წავიწიო და მალე განვვითარდე. ვფიქრობ, ჩემი ბრძოლა და შედეგები ხალხს ჩემ თავს კარგად აცნობს. 

არ მინდა ვინმეს ამპარტავანი ვეგონო, მაგრამ ეს ის არის, რასაც ვფიქრობ. ჩემს თავში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ კარგი მებრძოლი ვარ და ამას პერიოდულად ვამტკიცებ." - განაცხადა ილიამ

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ილია თოფურიამ UFC-ში 2-ჯერ იჩხუბა და ჯერ იუსეფ ზალალს მსაჯების გადაწყვეტილებით, ხოლო შემდეგ დეიმონ ჯექსონს ნოკაუტით სძლია. ქართველი მებრძოლი ჯერჯერობით დაუმარცხებელია და მის ანგარიშზე 10 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები