Aa
Aa

"სწრაფი გოლის გატანა გვინდოდა" - რა თქვა კონტემ იუვესთან მატჩის შემდეგ

კოპა იტალიას მეორე ნახევარფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" "ინტერს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და "ბიანკონერი" პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგის(2:1) წყალობით ფინალში გავიდა. თამაშის შემდეგ "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა.

"180 წუთის განმავლობაში ბევრი მომენტი შევქმენით და აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა. ვფიქრობ, ჩვენ ვნახეთ ორი გუნდი, რომლებმაც ბოლო წუთებამდე იბრძოლეს. სამწუხაროდ ჩვენ პირველ მატჩში დაშვებული შეცდომების გამო დავისაჯეთ და ტურნირს გამოვეთიშეთ.

სწრაფი გოლის გატანა გვინდოდა, ასე ტურინელებს პრობლემებს შევუქმნიდით. ვცდილობდით ყველაფრის შეცვლას, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ვიმუშავოთ და ვისწავლოთ. გვსურდა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა. ზედიზედ მეორედ კოპა იტალიას ნახევარფინალიდან გამოვვარდით, ეს ყველაფერი სამწუხაროა." - განაცხადა ლაუტარომ

შეგახსენებთ, რომ "ინტერი" ახლა არცერთ ევრო და შიდა ტურნირზე აღარ ასპარეზობს. "ნერაძურის" მხოლოდ იტალიის სერია ა-ს მოგების შანსი დარჩა. ანტონიო კონტეს გუნდი 21 ტურის შემდეგ 47 ქულით მე-2 ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება თანაქალაქელ "მილანს."

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები