ისტორიული შანსი - წყალბურთელებმა მზადება დაიწყეს
Aa
Aa

ისტორიული შანსი - წყალბურთელებმა მზადება დაიწყეს

ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ოლიმპოური თამაშების საგზურისთვის იბრძოლებს.

ჩვენი წყალბურთელები A ჯგუფში იასპარეზებენ,სადაც მათი მეტოქეები კანადის, ბრაზილიის, საბერძნეთის, მონტენეგროსა და თურქეთის ნაკრებები იქნებიან.

ტურნირი ნედერლანდებში 14 – 21 თებერვალს გაიმართება.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სერბმა დეიან სტანოევიჩმა შემადგენლობა დაასახელა.

ბექა ქავთარაძე; ბესო ახვლედიანი; ანდრია ბითაძე; ბორის ვაპენსკი; მარკო ელაჩა; სანდრო ადეიშვილი; ირაკლზი რაზმაძე; მარკო ელეზი; ფაბიო ბარალდი; ნიკოლოზ შუშიაშვილი; რევაზ იმნაიშვილი; ხვიჩა ჯახაია; ნიკოლოზ შუბლაძე; გიორგი მაგრაქველიძე; ვატო დადვანი

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 14 თებერვალს საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.

კალენდარი კი ასე გამოიყურება :

15 თებერვალი - საქართველო vs თურქეთი

16 თებერვალი - საქართველო vs კანადა

17 თებერვალი - საქართველო vs ბრაზილია

18 თებერვალი - საქართველო vs მონტენეგრო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები