Aa
Aa

მე-8 და მე-9 ჩოგანი გავარდნენ - ანდრეესკუ და კვიტოვა AUS OPEN-ს მე-2 წრიდან გამოეთიშნენ

ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 სათამაშო დღეს ქალთა თანრიგიდან ორი გამორჩეული ჩოგბურთელი - პეტრა კვიტოვა და ბიანკა ანდრეესკუ გავარდა.

გამოცდილმა ჩეხმა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მე-8 ჩოგანია რუმინელ სორანა კირსტეასთან 3-სეტიან ბრძოლაში წააგო - 4:6; 6:1; 1:6. კირსტეა შემდეგ წრეში კიდევ ერთ ჩეხ მარკეტა ვონდროუშოვას დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ამერიკის ღია პირველობის 2019 წლის ჩემპიონ ბიანკა ანდრეესკუს, იგი ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან პრაქტიკულად უშანსოდ - 3:6; 2:6 დამარცხდა. კანადელი მთელი მატჩის განმავლობაში სუსტად და დაბალ დონეზე გამოიყურებოდა.

სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ეშლი ბარტის შესანიშნავი თამაში. ავსტრალიელმა დანკა კოვინიჩი მშრალზე დატოვა და 6:0; 6:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები