მასტერკლასი პორტუგალიის ლიგა ორიდან - ტრაქინას ულამაზესი გოლი!
Aa
Aa

მასტერკლასი პორტუგალიის ლიგა ორიდან - ტრაქინას ულამაზესი გოლი!

პორტუგალიის ლიგა 2-ის მე-19 ტურში "ეშტორილმა" "აკადემიკას" უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და სტუმრებმა მძიმე ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვეს.

გულწრფელად, რომ ვთქვათ ეს შეხვედრა გამორჩეული არაფრით არ უნდა ყოფილიყო, თუმცა სპორტული მედიის ყურადღება "აკადემიკას" 32 წლის პორტუგალიელმა შემტევმა ჟოაუ ტრაქინამ მიიქცია.

93-ე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა შეხვედრა პირევლი წუთიდან დაიწყო და მატჩის ბოლო წუთზე საოცარი "სპრინტი" განახორციელა. ტრაქინას გარბენი კი ულამაზესი გოლით დასრულდა. 32 წლის ფეხბურთელმა საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან მეკარეს ულამაზესი დარტყმით ბურთი თავზე გადაუგდო და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუპოვა. ცნობისთვის, პირველი გოლიც, სწორედ ჟოაუმ გაუტანა "ეშტორილს"

ჟოაუ ტრაქინა "აკადემიკას" აღზრდილი გახლავთ, თუმცა პირველ გუნდში 2016 წლამდე არასდროს უთამაშია. ამ პერიოდამდე ის გამუდმებით იჯარის წესით გადადიოდა სხვადასხვა გუნდში, თუმცა ბოლო 5 წელია ის საკუთარი კლუბის ლიდერი და კაპიტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები