ბითაძის სუსტი მატჩი - ინდიანა იუტასთან დამარცხდა
Aa
Aa

ბითაძის სუსტი მატჩი - ინდიანა იუტასთან დამარცხდა

NBA-ს მორიგ ტურში "ინდიანამ" "იუტას" უმასპინძლა და 95:103 დამარცხდა. ხსენებული შეხვედრა გოგა ბითაძესთვის არც ისე სახარბიელო გამოდგა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 15 წუთი და 19 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში გოგამ 4 ქულას და 5 მოხსნას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ გოგას 4 ქულის მოსაპოვებლად 7 სროლა დასჭირდა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც პარკეტზე 34 წუთი და 13 წამი გაატარა. წარმოშობით ლიეტუველმა კალათბურთელმა 20 ქულა, 2 პასი და 9 მოხსნა მიითვალა.

ამ და ზედიზედ მესამე წაგების შემდეგ "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე დარჩა. რაც შეეხება "იუტას", სნაიდერის შეგირდები შესანიშნავ სეზონს ატარებენ და დასავლეთ კონფერენციის ლიდერები არიან.

მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 11 თებერვალს "ბრუკლინის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 05:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები