ემოციური წუთები: უმძიმესი შეჯახება, ტვინის შერყევა და პეპეს ცრემლები
Aa
Aa

ემოციური წუთები: უმძიმესი შეჯახება, ტვინის შერყევა და პეპეს ცრემლები

პორტუგალიის მე-17 ტურში ''ბელენენსეშისა'' და ''პორტუს'' შეხვედრაში სტუმართა მცველი ნანუ მეტოქის მეკარესთან. სტანისლავ კრიციუკთან შეჯახებისას ძალიან მძიმედ დაშავდა. 26 წლის ფეხბურთელი, რომელიც ''პორტუში'' სადებიუტო სეზონს ატარებს, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ეპიზოდი საკმაოდ ემოციური გამოვიდა, ''პორტუს'' მთავარი მწვრთნელი სერჟიუ კონსეისაუ მოედანზე შეიჭრა და არბიტრისგან პენალტის დანიშვნას მოითხოვდა, თუმცა მთავარმა მსაჯმა სტუმართა დამრიგებელი გააფრთხილა. 


''პორტუს'' რამდენიმე მოთამაშეს, მათ შორის უხეშობით გამორჩეულ პეპეს ცრემლი მოერია.

მატჩის შემდეგ ''პორტუს'' პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია, მას ტვინის შერყევა დაუფიქსირდა, თუმცა კლინიკური ხარისხის ცვლილებები არ გამოვლენილა. აფრიკელი ფეხბურთელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში რჩება.

მატჩის შემდეგ ''ბელენენსეშის'' რუსმა მეკარემ განაცხადა, რომ ნანუსთვის ტრავმა განზრახ არ მიუყენებია, თუმცა ქომაგებისგან ბევრი შეურაცხმყოფელი გზავნილი მიიღო. მისი თქმით მომხდარ ფაქტში არავინაა დამნაშავე, რადგან ფეხბურთელების მიზანი ბურთის მოპოვება იყო და არა მეტოქისთვის ზიანის მიყენება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები