0:6-დან მოგებული შეხვედრა - მეტრეველი მეოთხედფინალშია
Aa
Aa

0:6-დან მოგებული შეხვედრა - მეტრეველი მეოთხედფინალშია

ყაზახეთში მიმიდინარე საერთაშორისო ტურნირზე ალექსანდრე მეტრეველი მეოთხედფინალში გავიდა.

გათამაშების მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ყაზახ დოსტანბეკ ტაშბულატოვს შეხვდა და მეტოქე სამ სეტში 0;6 6:4 6:4 დაამარცხა

მატჩის მიმდინარეობის დროს მეტრეველმა 5 ეისი შეასრულა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

გათმაშების მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ რიკარდო ბალზერანის შეხვდება.

დღესვე ალექსანრე მეტრეველმა და ალექსანდრე ბაკშიმ წყვილთა თანრიგში იასპარეზეს.

ქართული დუეტი იტალიელებს ფრანჩესკო მაესტრელისა და ფრანჩესკო ფორტის დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ შეხვედრა ანგარიშით 3:6 4:6 წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები