მეტრეველმა იმარჯვა - ყაზახეთში ქართული დაპირისპირება არ შედგა
Aa
Aa

მეტრეველმა იმარჯვა - ყაზახეთში ქართული დაპირისპირება არ შედგა

ყაზახეთში მიმიდინარე საერთაშორისო ტურნირზე ორი ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში ასპარეზობენ.

მეტრეველი ძირითად ბადეში მოხვდა და პირველ წრეში იტალიელ ენრიკო დალა ვალეს დაუპირისპირდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე ორ სეტში 6:3 7:5 დაამარცხა და მომდევნო ეტაპაზე გავიდა.

მატჩის მიმდინარეობის დროს მეტრეველმა 3 ეისი შეასრულა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მომდევნო ეტაპზე კი ქართველი ჩოგბურთელი ყაზახ დოსტანბეკ ტაშბულატოვს შეხვდება, რომელმაც გათამაშებიდან ქართველი ალექსანდრე ბაკში გამოთიშა.

შეხვედრის დროს როდესაც ანგარიში 6:4 5:3 იყო ქართველმა სამედიცინო შესვენება მოითხოვა,რის შემდეგაც მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ,რომ გუშინ ალექსანრე მეტრეველმა და ალექსანდრე ბაკშიმ წყვილთა თანრიგში იასპარეზეს.

ქართუელი დუეტი ყაზახებს დენის ივსეევსა და ტიმოფეი სკატოვს შეხვდნენ.

ქართველმა ჩოგბურთელებმა 2 სეტში 7:5 6:3 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე იტალიელებს ფრანჩესკო მაესტრელისა და ფრანჩესკო ფორტის დაუპირისპირდებიან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები