ავთანდილ ასათიანი :
Aa
Aa

ავთანდილ ასათიანი :"ყველას ვპირდები,რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ"

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით - 4:0 დასრულდა.

რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა, თუმცა საკუთარი შანსები უკეთ მეტოქემ გამოიყენა.

გამარჯვებულთა მხრიდან დუბლი ნიაზოვმა შეასრულა​, თითო გოლი კი, რომულოსა და დავიდოვის ანგარიშზეა.

ავთანდილ ასათიანი - ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას 5 მარტს გამართავს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები