Aa
Aa

გაძევებები და პენალტები - ლუიზის ანტირეკორდი 2019 წლის აგვისტოს შემდეგ

ლონდონის „არსენალში“ გადასვლის შემდეგ დავიდ ლუიზს პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებს შორის ყველაზე უარყოფითი სტატისტიკა აქვს.

2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული ბრაზილიელი მცველი მოედნიდან 3-ჯერ გააძევეს და მისი არაზუსტი თამაშის გამო 6 პენალტი დაინიშნა, ხსენებულ პერიოდში კი ინგლისის ჩემპიონატში ასეთი ცუდი შედეგი არც ერთ სხვა ფეხბურთელს არ აქვს.

ლუიზს მორიგი უარყოფითი დღე გუშინ, „ვულვზის“ წინააღმდეგ ჰქონდა (მატჩის მიმოხილვა). მისი გუნდი 1:0-ს იგებდა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს საჯარიმოში წესი დაარღვია, მსაჯს პენალტის დანიშვნის საფუძველი მისცა და თავიც გააძევებინა.

თერთმეტი მეტრიდან ზუსტად რუბენ ნევეშმა დაარტყა, მეორე ნახევრის სტარტზე კი ჟოაო მოუტინიომ გამარჯვებისა შეაგდო და „მგლებმა“ „მეთოფეებს“ სეზონში ორივე შეხვედრა 1978-79 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოუგეს.

მიკელ არტეტას გუნდს 22 ტურში 31 ქულა აქვს მოპოვებული და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე მთელი 8 ქულით ჩამორჩება. თანაც, „ლესტერზე“ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები