მესის კონტრაქტის დეტალები - ცხოვრების წესი, კატალონიის დამოუკიდებლობა და ინტეგრაცია
Aa
Aa

მესის კონტრაქტის დეტალები - ცხოვრების წესი, კატალონიის დამოუკიდებლობა და ინტეგრაცია

ესპანურმა გაზეთმა, El Mundo-მ, რომელმაც ახლახან ლიონელ მესის კონტრაქტის ფინანსური დეტალები გაასაჯაროვა, „ლა პულგას“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მორიგი სტატია გამოაქვეყნა. El Mundo ამჯერად ყურადღებას არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტის რამდენიმე საინტერესო დეტალზე ამახვილებს.

როგორც ირკვევა, მეგა-ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ „ბარსელონამ“ მესის კატალონიურ საზოგადოებასა და კულტურაში ინტეგრაცია მოსთხოვა. გარდა ამისა, „ბლაუგრანა“ ყველაფერს აკეთებდა, რათა ლეოს კატალონიურ ენა უკეთ შეესწავლა.

კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მესი მოედნის მიღმა სათანადოდ უნდა მოქცეულიყო და შესაფერისი ცხოვრების წესი ჰქონოდა, ხოლო ნებისმიერი სახის დოპინგი კატეგორიულად აკრძალული გახლდათ.

მესამე საკითხი, რომელზეც El Mundo საუბრობს, უშუალოდ კატალონიას უკავშირდება. თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, დიდი ალბათობით, „ბარსელონას“ ლა ლიგის დატოვება და კატალონიის ლიგაში თამაში მოუწევდა, მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში კი მესის უფლება ჰქონდა, კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ El Mundo-ს მიერ მესის კონტრაქტის ფინანსურ მხარეებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და მესი ესპანური გაზეთის წინააღმდეს სასამართლოში შეტანას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები