Aa
Aa

ევრო 2022 - საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი თბილისში

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას 2 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის თამაშისთვის ნაკრები უკვე ერთი კვირაა ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ოლიმპიურ სასახლეში გამართა.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებს ირაკლი თოდუა ვერ დაეხმარება. ლიმასოლის აელის ქართველი ლეგიონერი პანდემიის გამო ქვეყნებს შორის დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის გამო მატჩში მონაწილებას ვერ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩებს ტრავმირებული სიმი საიოტის გარეშე გამართავს.

საქართველოსა და მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონის რუსეთის შეხვედრა 2 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ,თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ.პეტროვ, ლატვია), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი ), რონინიო (ხერსონი, უკრაინა).

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის  პირველ ტურში საფრანგეთისა და საქართველოს მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა, რუსეთმა კი სომხეთი 6:0 დაამარცხა.

წყარო - Gff.ge

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები