Aa
Aa

"დაწერეთ! დაწერეთ! და მაგალითად აქციეთ!" - ლუკა კურტანიძე ნუგზარ სხირელს დაემშვიდობა

დღეს გორში ლეგენდარული მწვრთნელი ნუგზარ სხირელი დაგრძალეს.

ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონმა და ჭიდაობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენმა ლუკა კურტანიძემ ემოციური სოციალურ ქსელში განცახადება გააკეთა.

Crystalsport.ge განცხადება უცვლელად გთავაზობთ :

ქალაქს გავეცალე ხალხმრავლობას გამოვერიდე..... გავიარე რამოდენიმე ასეული კილომეტრი და ბობოქარ თავისუფალ მღელვარე ზღვასთან გავჩერდი და აქ ზუსტად აქ მინდა ვთქვა რაც გულის სიღრმეში იყო და მადლიერების ცრემლმა ყველასთვის მათქმევინა... დღეს 28 იანვარს ორი დიდი ადამიანი დიდი აღმზრდელი და გზის გამკვალავნი შეხვდნენ ცათასასუფეველს .... დღეს ნუგზარ სხირელი მივაბარეთ უფალს იმ ქვეყნად მიმავალი და ზუსტად ერთი წლის წინ 28 იანვარს ჩემი აღმზრდელი შოთა კიკაბიძე მიებარა უფალს. ... დღეს შოთა ვარლამოვიჩის წლისთავია. .. დღეს იმ ქვეყნად მიმავალი ნუგზარი მასწავლებელს აუცილებლად გზას გაუკვალავს ჩემი აღმზრდელი .... იცით ეს სიტყვა არც ნეკროლოგია და არც დატირება.... ეს ამ ორი დიდი ისტორის დიდი ეპოქის შემქმნელების უდიდესი კვალია ამ ქვეყანაზე! დიახ ასეთი ადამიანები მაგალითად უნდა ვაქციოთ ... დავწეროთ მათ ცხოვრებაზე , როგორ შეძლეს ასობით მოსწავლის დაოსტატება ?! როგორ შეძლეს ასობით ადამიანისათვის ცხოვრების გზის გაკვალვა?! რა ტვირთი ზიდეს მათ ამ ქვეყნისთვის?! როგორ შეძლეს მსოფლიო მწვერვალების დაპყრობა?! რა ტკიოდათ და ენატრებოდათ მათ?! დაწერეთ! დაწერეთ! და მაგალითად აქციეთ! ასეთი ადამიანებზე დგას ჯანსაღი ეროვნული მებრძოლი მომავალი თაობა! მე ცრემლით სავსე მადლობას ვწირავ ამ ორ დიდ მასწავლებელს აღმზრდელს და ღირსებით სავსე ადამიანს .... და ვემშვიდობები ამ ქვეყანაზე იმ იმედით რომ ოდესმე იქ იმ ქვეყანაზე უფალთან ახლოს სიყვარულით და მადლით სავსე შევხვდებით... მშვიდობით ნუგზარი მას.... მშვიდობით შოთა ვარლამოვიჩ...“- დაწერა კურტანიძემ

ქალაქს გავეცალე ხალხმრავლობას გამოვერიდე..... გავიარე რამოდენიმე ასეული კილომეტრი და ბობოქარ თავისუფალ მღელვარე ზღვასთან...

Posted by Luka Kurtanidze on Thursday, January 28, 2021

შეგახსენებთ,რომ ნუგზარ სხირელი ავადმყოფობის შემდეგ კვირას 24 იანვარს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნუგზარ სხირელი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, ასევე არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენის აღმზრდელი გახლდათ. მის სახელს უკავშირდება გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დაარსება და უდიდესი წარმატებები საერთაშორისო არენაზე. წლების განმავლობაში ნუგზარ სხირელი მუშაობდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელად.

არაერთ აღიარებასთან ერთად, მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერის, ასევე სპორტის რაინდის წოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები