საერთაშორისო ერთობლივი შეკრება - თბილისი 10 ქვეყნის მოფარიკავეებს უმასპინძლებს
Aa
Aa

საერთაშორისო ერთობლივი შეკრება - თბილისი 10 ქვეყნის მოფარიკავეებს უმასპინძლებს

8 თებერვლიდან, თბილისში ხმლით ფარიკაობაში ქალთა და კაცთა შორის, ერთობლივი შეკრება გაიმართება, რომელშიც საერთო ჯამში 10 ქვეყნის 100-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მოფარიკავეებს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ უმასპინძლებს.

INTERNACIONAL FENCING CAMP TBILISI 2021-ის პერიოდში ალჟირელ, ბელორუს, ბულგარელ, თურქ, კუვეიტელ, ფრანგ, უზბეკ, უკრაინელ და ყაზახ მოფარიკავეებთან ერთად საქართველოს ნაკრების ლიდერები და ახალგაზრდა სპორტსმენებიც ივარჯიშებენ.

ერთობლივი წვრთნების ფარგლებში მონაწილეთა შორის როგორც ქალთა ასევე კაცთა შორის, ინდივიდუალური და გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები