გადაწყვეტილება მიღებულია - ოსაკას ნაცვლად ტოკიო
Aa
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია - ოსაკას ნაცვლად ტოკიო

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ქვეყანაში მიმიდნარე პანდემიის გამო ახალი გადაწყვეტილება მიიღო.

სანამ ვირუსი არ იქნება კონტროლირებადი იქამდე ბაშოების სხვა ქალაქში ჩატარება იქნება შეცდომა. თუ ჩვენ ვიმოგზაურებთ ქალაქიდან ქალაქში დიდია იმის შანსი,რომ სუმოისტები დაინფიცირდნენ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ მარტში გასამართი ტურნირი კვლავ ტოკიოშ ჩატარდეს“ - ნათქვამია განცხადებაში

წლის მეორე ბაშო ოსაკას ნაცვლად კვლავ ტოკიოში გაიმართება. ტურნირი 14 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება.

შეგახსენებთ,რომ 2021 წლის პირველი სუპერტურნირი,''ჰაცუ ბაშო'' ტოჩინოშინისთვის ძალიან წარუმატებელი გამოვიდა.

ქართველი რიკიში 11 შეხვედრაში დამარცხდა და მხოლოდ 4 გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები