პრემიერის გადაწყვეტილება -
Aa
Aa

პრემიერის გადაწყვეტილება - "სპორტსმენები ბოლო წლების მიღწევებით,ცალკე სამინისტროს იმსახურებენ"

დღეს გამართულ მთავარობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპორტის სამინისტორზე ისაუბრა.

აღსანიშნავია,რომ ცვლილებები ხორციელდება საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში, კერძოდ, ცალკე გამოიყოფა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მთავრობის შესაბამისი დადგენილებაც მომზადებულია. როგორც  პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც კულტურის, ისე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება არის ჩვენი ცხოვრების ის უძვირფასესი ნაწილი, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ისევე როგორც სპორტის მიმართულება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ  ჩვენი სპორტსმენების ბოლო წლების მიღწევებს, ცალკე სამინისტროს იმსახურებს. გარდა ამისა, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების თანახმად, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი გახდება"- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები