ბრწყინვალე ასპარეზობა - გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
Aa
Aa

ბრწყინვალე ასპარეზობა - გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

ქართველი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის "Titled Tuesday Blitz" გამარჯვებული გახდა. ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე გამართულ ტურნირში, ქართველმა დიდოსტატმა მაქსიმალური 11-დან 10 ქულა მოიპოვა და ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ყუფარაძემ მე-10 რაუნდში მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა. ნაკამურა 9.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი კიდევ ერთმა ამერიკელმა, რეიტინგის 33-ე ნომერმა, ჯეფრი შიონგმა დაიკავა, რომელმაც ასევე 9.5 ქულა მოიპოვა.

"Titled Tuesday Blitz" შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი ყოველ სამშაბათს ტარდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

I ადგილი - გიგა ყუფარაძე - 10 ქულა

II ადგილი -ჰიკარუ ნაკამურა (აშშ)  - 9,5  ქულა

III ადგილი -ჯეფრი ხიონგი   (აშშ)  - 9,5 ქულა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები