ოფიციალურად - პაპუ გომესი სევილიაში გადავიდა
Aa
Aa

ოფიციალურად - პაპუ გომესი სევილიაში გადავიდა

„ატალანტას“ ყოფილი ფეხბურთელი, პაპუ გომესი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს. ანდალუსიურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ოფიციალური განცხადებით საფეხბურთო სამყაროს ტრანსფერის შესახებ ამცნო.

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა „სევილიას“ საკუთარი მომავალი 2024 წლის ივნისამდე დაუკავშირა, „ატალანტამ“ კი მის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევრო მიიღო და ბონუსების დამატებით ეს თანხა შესაძლოა, 3 მილიონი ევროთი გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ გომესის კარიერა „არსენალ დე სარანდიში“ დაიწყო. 2010 წელს, მან იტალიას მიაშურა და „კატანიას“ რიგებში ასპარეზობდა, „ატალანტას“ კი 2014 წელს შეუერთდა.

არგენტინელ ფეხბურთელს „ლა დეას“ მთავარ მწვრთნელთან, ჯანპიერო გასპერინისთან კონფლიქტი ჰქონდა და ბერგამოს დატოვება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. გომესმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 10 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები