ოფიციალურად - ჩელსის ტუხელი გაწვრთნის
Aa
Aa

ოფიციალურად - ჩელსის ტუხელი გაწვრთნის

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ტომას ტუხელმა ჩაიბარა. „არისტოკრატებმა“ რამდენიმე წამის წინ, ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და გულშემატკივრებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აუწყეს.

„მინდა, ჩელსის ჩემი და ჩემი სამწვრთნელო შტაბის მიმართ გამოჩენილი ნდობის გამო, მადლობა გადავუხადო. თითოეული ჩვენგანი ფრენკ ლამპარდის მიერ გაწეულ სამუშაოსა და მის მიერ ჩელსიში შექმნილ მემკვიდრეობას უდიდეს პატივს სცემს.

ახალ გუნდთან შეხვედრასა და მსოფლიოში ყველაზე ამაღელვებელ ჩემპიონატში ასპარეზობას მოუთმენლად ველი. მადლობელი ვარ, ჩელსის ოჯახის წევრი რომ გავხდი და ეს ნამდვილად საოცარი შეგრძნებაა“.

ტუხელმა „არისტოკრატებთან“ 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და „ლურჯებს“ მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების უფლება ექნებათ. ტუხელი პირველი გერმანელია, რომელმაც „ჩელსი“ ჩაიბარა და პსჟ-ში მიღწეული წარმატების გამეორებას „სტემფორდ ბრიჯზე“ შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები