Aa
Aa

"თქვენ ყოველთვის ჩვენთან იქნებით" - პეტრიაშვილი ნუგზარ სხირელს დაემშვიდობა

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ლეგენდარულ მწვრთნელს და აღმზრდელს ნუგზარ სხირელს დაემშვიდბა.

ჩემი ნუგზარი მასწავლებელი...თქვენ ყოველთვის ჩვენთან იქნებით...მადლობა ყველაფრისთვის“-დაწერა პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ,რომ ნუგზარ სხირელი ავადმყოფობის შემდეგ კვირას 24 იანვარს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნუგზარ სხირელი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, ასევე არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენის აღმზრდელი გახლდათ. მის სახელს უკავშირდება გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დაარსება და უდიდესი წარმატებები საერთაშორისო არენაზე. წლების განმავლობაში ნუგზარ სხირელი მუშაობდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელად.

არაერთ აღიარებასთან ერთად, მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერის, ასევე სპორტის რაინდის წოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები