20 000 ევრო და 2 მატჩი! - კონტე დაისაჯა
Aa
Aa

20 000 ევრო და 2 მატჩი! - კონტე დაისაჯა

იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ მილანის "ინტერის" თავკაცი ანტონიო კონტე მსაჯთან შელაპარაკების გამო 20 000 ევროთი და 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზესთან“ დაპირისპირებისას, კონტე ფაბიო მარესკას გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო დარჩა, რაც თამაშის მიმდინარეობისასაც გამოხატა და ამისთვის წითელი ბარათიც მიიღო. შეხვედრის შემდეგ კი 39 წლის რეფერისთან სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდა.

„ყოველთვის ასეთი ხარ, მარესკა. მაშინაც კი, როცა VAR-ი არსებობს. ყოჩაღ, კარგად იმუშავე“, - „ნერაძურის“ დამრიგებელმა ამ სიტყვებით მსაჯს გაძევების შემდეგ მიმართა.

კონფლიქტი მოედანზე გასასვლელ გვირაბში გაგრძელდა, სადაც მარესკამ კონტეს უთხრდა, რომ როცა მისი გუნდი ვერ იგებს, ამასთან შეგუება უნდა ისწავლოს.

აღსანიშნავია, რომ მარესკას მსაჯობას დაბალი შეფასება სრულიად იტალიურმა პრესამ მისცა. 10-ბალიანი სისტემით, Gazzetta dello Sport-მა მას 4.5 დაუწერა, Tuttosport-მა - 4, ხოლო Corriere dello Sport-მა - 5. ექსპერტების აზრით, მისი ერთ-ერთი საკვანძო შეცდომა 26-ე წუთზე იყო, როცა ლუკაკუზე აღებული ჯარიმისას ტოლგაი არსლანს მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა.

იმავე Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიის სამსაჯო კომიტეტი „ინტერის“ მატჩებზე მარესკას გარკვეული პერიოდით ჩამოშორებას გეგმავს. ასევე არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდა რეფერის ცოტა ხნით საერთოდ ჩემპიონატის სხვა შეხვედრებიც არ მისცენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები