რაულ გარსია - პირველი ნახევარმცველი, რომელმაც ლა ლიგაში ეს შეძლო!
Aa
Aa

რაულ გარსია - პირველი ნახევარმცველი, რომელმაც ლა ლიგაში ეს შეძლო!

ლა ლიგის მორიგ ტურში "ბილბაომ" "ხეტაფეს" უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. მატჩში დუბლის შესრულება ესპანელმა ნახევარმცველმა რაულ გარსიამ შეძლო და ლა ლიგის ისტორიაში შევიდა.

ვეტერანი ფეხბურთელი გახდა პირველი ნახევარმცველი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ლა ლიგის ეგიდით 100 გოლი გაიტანა. 100 გოლიდან გარსიამ ყველაზე მეტი 54 "ბილბაოს" რიგებში გაიტანა. 26-ჯერ "ატლეტიკოს" მოწინააღმდეგეები დაამწუხრა, ხოლო 20 გოლი "ოსასუნაზე" მოდის.

შეგახსენებთ, 34 წლის ფეხბურთელი ლა ლიგაში 2004 წლიდან ასპარეზობს. ყველაზე დიდ ხანს კი "როხიბლანკოს" შემადგენლობაში დაჰყო. 9 სეზონის განმავლობაში გარსიამ "ატლეტიკოს" მაისური 329-ჯერ მოირგო. ჯამში კი რაულმა თავისი კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირზე ერთად 716 მატჩი ჩაატარა 139 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები