საარჩევნო კონგრესი - კახიაშვილი შესაძლოა აღმასკომის წევრი გახდეს
Aa
Aa

საარჩევნო კონგრესი - კახიაშვილი შესაძლოა აღმასკომის წევრი გახდეს

26-27 მარტს სტამბოლში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) საარჩევნო კონგრესი გაიმართება. მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო კონგრესის ჩატარების ფორმატი ამ ეტაპზე უცნობია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კონგრესზე საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი აღმასკომის წევრად წარადგინა და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კახიაშვილი იქნება პირველი ქართველი, ვინც საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასკომში შევა.

ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციას (IWF) კიდევ ერთი წარმომადგენელი წარუდგინა.

სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი სამედიცინო კომიტეტის წევრად მეორე ვადით წარადგინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები