Aa
Aa

"იდეალური თამაში გვჭირდება" - კონტე მილანთან მატჩის წინ

კოპა იტალიის მეოთხედფინალში გულშემატკივრები "დერბი დელა მადონინას" იხილავენ. მატჩის წინ  "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა.

"ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კარგ მდგომარეობაში ვართ. კოპა იტალია მნიშვნელოვანი ტურნირია და დიდ პატივს ვცემთ. "მილანთან" დაპირისპირება კი ძალიან საპასუხისმგებლოა. ჩვენ იდეალური თამაში გვჭირდება. მეტოქეს იბრაჰიმოვიჩის გარდა სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს. ისინი კარგ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ.

მილანურ დერბის უკანასკნელ მატჩში 2:0-ს ვაგებდით და შემდეგ ერთი ბურთი გავქვითეთ. შეგვეძლო იმ მატჩის გადარჩენა, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ახლა კი მაქსიმალურად სწორად უნდა ვითამაშოთ. მომენტები უნდა გამოვიყენოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

ლუკაკუს და ლაუტაროს თამაშით კმაყოფილი ვარ. ისინი შესანიშნავად მუშაობენ. თავდამსხმელებს გარკვეულწილად იღბალიც ჭირდებათ. ორივე მათგანი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და მე მათი იმედი მაქვს." - განაცხადა კონტემ

შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "ინტერის" დაპირისპირება 26 იანვარს თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები