ბასილაშვილი ავსტრალიაშია - ნიკოლოზი მელბურნში იასპარეზებს
Aa
Aa

ბასილაშვილი ავსტრალიაშია - ნიკოლოზი მელბურნში იასპარეზებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნში იასპარეზებს.

Murray River Open-ის საპრიზო ფონდი 373,465 დოლარს შეადგენს და გათამაშების ნომერ პირველ მოთამაშედ ბელგიელი დავით გოფინია წარმოდგენილი.

პირველობა სტარტს 1 თებრვალს აიღებს და 7 თებერვლამდე გაგრძელდება. 

ქართველ ჩოგბურთელი მსოფლიო რეინტში 39-ე პოზიციაზეა და მელბურნის ტურნირს ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოსამზადებელ ეტაპად იყენებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა 2021 წელი ანტალიის ღია პირველობით დაიწყო,სადაც 2 ეტაპი გაიარა და მეოთხედფინალურ შეხვედრაში ავსტრალიელ ალექს დე მინორთან ორ სეტში ანგარიშით 2:6 4:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები