Aa
Aa

"დავალიანება დაფარულია!" - ტორპედოს ოფიციალური განცხადება

ბოლო წლების განმავლობაში ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსური კრიზისი და უამრავი დავალიანება ჰქონდა. ეს ყველაფერი კი 2017 წლის საქართველოს ჩემპიონის შედეგებზე ნათლად აისახა. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუნდის "ფეისბუკის" გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

,,ტორპედო" ქუთაისმა ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა. გუნდმა მოახერხა და გაისტუმრა ყველა ფინანსური ვალდებულება, რომელიც აქამდე ჰქონდა. კლუბი ახალ სეზონს დავალიანების გარეშე შეხვდება!

ჩვენ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. განსაკუთრებული მადლობა იმერეთის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს, აგრეთვე ქუთაისის მერ ბატონ იოსებ ხახალეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს ბატონ დავით ერემეიშვილს, მერის მოადგილეს ბატონ ირაკლი ქარქაშაძეს, მერის მოადგილეს ბატონ იუზა უგულავას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდს.

???? განცხადება ,,ტორპედო" ქუთაისმა ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა. გუნდმა მოახერხა და...

Posted by FC Torpedo Kutaisi on ორშაბათი, 25 იანვარი, 2021

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სეზონი "ტორპედომ" გასავარდნ ზონაში დაამთავრა. Crystalbet ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად კი ლიგა 2-ის წარმომადგენელ "გაგრასთან" მოუწია ბრძოლა. საბოლოოდ ქუთაისელებმა გაიმარჯვეს და ადგილიც შეინარჩუნეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები