Aa
Aa

ბუფონი, ბექჰემი, იბრა და სხვები - ნეიმარმა პსჟ-ს ყველა დროის გუნდი ჩამოწერა

პსჟ-ს ოფიციალურმა არხმა ნეიმარს კლუბის ისტორიაში საუკეთესო თერთმეტეულის არჩევა სთხოვა. „ნეის“ გუნდში რამდენიმე დიდი ფიგურა მოხვდა, დიდ ნაწილს კი ბრაზილიელები შეადგენენ.

პარიზელთა ლიდერმა მეკარედ ჯანლუიჯი ბუფონი აირჩია, რაც იმით ახსნა, რომ იტალიელი მისი კუმირია და პარიზში ყოფნისას მისგან ბევრი ისწავლა.

დაცვის ხაზს სრულად ბრაზილიელები შეადგენენ - დანი ალვეში, ალექსი, დავიდ ლუიზი და მაქსველი. ნახევარდაცვაში ბრაზილიური წარმოშობის იტალიელი - ტიაგო მოტა, ასევე დევიდ ბექჰემი და კიდევ ერთი ბრაზილიელი - ნენე გვხვდებიან.

გამთამაშებლის პოზიციაზე ლეგენდარული რონალდინიოა გამწესებული, ფორვარდებად კი - ჟორჟ ვეა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

როგორც ხედავთ, 28 წლის სუპერვარსკვლავის რჩეულ თერთმეტეულში პარიზელთა ექს-კაპიტანი, ტიაგო სილვა ვერ მოხვდა. მის პოზიციაზე ნეიმარმა ალექსი გამოარჩია.

ნეიმარის გუნდში შედარებით უცნობი სახე ნენეა, რომელიც პსჟ-ს რიგებში 2010-13 წლებში თამაშობდა. ამჟამად „ფლუმინენსეს“ ფეხბურთელისთვის, პარიზული კლუბი, უდავოდ, კარიერის მწვერვალი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები