„იმედგაცრუებული ვარ, რადგან დრო არ მომეცა
Aa
Aa

„იმედგაცრუებული ვარ, რადგან დრო არ მომეცა" - ლამპარდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა

„ჩელსის“ აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ლონდონელთა თავკაცის პოსტიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

„პირველ რიგში, მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო იმ დაუჯერებელი მხარდაჭერისთვის, რომელიც მათგან ბოლო 18 თვის განმავლობაში მივიღე. იმედი მაქვს, ისინი ხვდებიან, ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს.

ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარებისას ვიცოდი, იმ გამოწვევების შესახებ, რომლებთან გამკლავება კლუბისთვის ასეთ რთულ პერიოდში მომიწევდა. ჩვენი მიღწევებითა და ჩელსის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით, რომლებმაც ნაბიჯი გადადგეს, ძირითად გუნდში ადგილი დაიმკვიდრეს და მაღალ დონეზე თამაშობენ, ძალიან ვამაყობ. ისინი კლუბის მომავალი არიან.

იმედგაცრუებული ვარ, რადგან ამ სეზონში არ მომეცა საკმარისი დრო, რათა კლუბი ახალ დონეზე ამეყვანა. მინდა, ბატონ აბრამოვიჩს, ჩელსის დირექტორთა საბჭოს, ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და კლუბის თითოეულ წევრს თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადავუხადო. გუნდსა და ჩელსის მომავალში წარმატებას ვუსურვებ“.

შეგახსენებთ, რომ ლამპარდი „ჩელსის“ 2019 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. 2019 წლის ოქტომბერში იგი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. 2019-20 წლების სეზონში ლონდონელები პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები