''ეს მაგიური მომენტი იყო, ჰარი პოტერის დიდი ქომაგი ვარ'' - მაკენის ორიგინალური აღნიშვნა
Aa
Aa

''ეს მაგიური მომენტი იყო, ჰარი პოტერის დიდი ქომაგი ვარ'' - მაკენის ორიგინალური აღნიშვნა

აშშ-ს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა უესტონ მაკენიმ მიმდინარე სეზონში ტურინის ''იუვენტუსის'' მაისურით მეოთხე გოლი გაიტანა და ჰარი პოტერის სტილში აღნიშნა.

''ბოლონიასთან'' გამარჯვების შემდეგ 22 წლის შემტევმა DAZN-თან საუბარში აღნიშნა: ''ჰარი პოტერის დიდი ''ფანი'' ვარ, ხელზე სვირინგიც მაქვს. ასე რომ გოლის აღნიშვნა მაგიური მომენტი იყო''.

''ჰარი პოტერი'' ჯოან როულინგის მიერ დაწერილი 7 ნაწილიანი ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია, რომელიც ჰარი პოტერის, ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავლებს ასახავს და ძირითადად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

მაკენის გოლი და აღნიშვნა

სერია ა-ს მე-19 ტურში ანდრეა პირლოს გუნდმა ''ბოლონია'' არტურისა და მაკენის გოლებით 2:0 დაამარცხა. სატურნირო ცხრილში ტურინული გრანდი 36 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ ''მილანს'' 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა ''იუვენტუსს'' ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მაკენი 2020 წლის აშშ-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან კრისტიან პულიშიჩსა და სერჟინიო დესტის აჯობა.

მაკენის გერმანულ ''შალკესთან'' კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მიმდინარე სეზონში იტალიურ გუნდში იჯარით ასპარეზობს.

მასალაში გამოყენებულია scdnipro1.com.ua-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები