სამი ქართველი უზბეკურ კლუბში - ამბიციური მიზნები და დაბრუნება ნაცნობ გარემოში
Aa
Aa

სამი ქართველი უზბეკურ კლუბში - ამბიციური მიზნები და დაბრუნება ნაცნობ გარემოში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელები 31 წლის ელგუჯა გრიგალაშვილი და 32 წლის მათე ვაწაძე უზბეკეთის ბრინჯაოს პრიზიორ აგმკ-ს დაემშვიდობნენ. CrystalSport-ის ცნობით ვაწაძემ და გრიგალაშვილმა უზბეკურ ''ქიზილქუმთან'' კონტრაქტს ხელი მოაწერეს და 2021 წლის სეზონს ამ გუნდში გაატარებენ. მათთან ერთად ''ქიზილქუმის'' რიგებში ქუთაისის ''ტორპედოსა'' და თბილისის ''დინამოს'' ექს-ნახევარმცველს, გიორგი კუხიანიძეს ვიხილავთ.

ელგუჯა გრიგალაშვილი ''ქიზილქუმში'' 2018-19 წლებშიც ასპარეზობდა, ვაწაძემ კი ამავე კლუბში 2019 წელს რამდენიმე თვე გაატარა. ასე რომ ორივე მოთამაშე ნაცნობ კლუბსა და გარემოს დაუბრუნდა, ხოლო კუხიანიძისთვის ''ქიზილქუმი'' პირველი უცხოური კლუბია. 28 წლის ნახევარმცველი, რომელიც საქართველოს სამგზის ჩემპიონია, გასულ წელს თბილისის ''დინამოს'' დაემშვიდობა და უზბეკურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ეს მისი პირველი უცხოური გამოწვევა იქნება.

2021 წლის სეზონში ''ქიზილქუმის'' ხელმძღვანელები ძლიერი კლუბის ჩამოყალილებებას გეგმავენ და მათი მიზანი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაა, რაც უზბეკეთის სუპერლიგასა და თასის გათამაშებაში წარმატებულ გამოსვლას გულისხმობს.

საინტერესოა, რომ გრიგალაშვილი აგმკ-ს მაისურით ტიტულის მოპოვებასთან ახლოს სამჯერ იყო, თუმცა შოთა არველაძის ''ფახთაქორთან'' სამი ფინალი წააგო, ორჯერ უზბეკეთის თასის ფინალში დამარცხდა (2019, 2020), ერთხელ კი უზბეკეთის ლიგის თასის ფინალში (2019). რაც შეეხება მათე ვაწაძეს, მას მხოლოდ ერთხელ შეეძლო უზბეკური ტიტულის მოპოვება, მაგრამ გასულ წელს უზბეკეთის თასის ფინალში ''ფახთაქორმა'' დამაჯერებლად გაიმარჯვა.

მასალაში გამოყენებულია Eliga.ge-სა და championat.asia-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები