Aa
Aa

უსწრაფესი გოლი - ლოსანო ნაპოლის ისტორიაში შევიდა

„ნაპოლის“ მექსიკელმა გარემარბმა, ირვინ ლოსანომ კლუბის ისტორიაში ახალი გამორჩეული შედეგი დააფიქსირა.

მან „ვერონასთან“ გუშინდელი მატჩისას ანგარიში მე-9 წამზე გახსნა, რაც ნეაპოლელთა ისტორიაში უსწრაფესი გოლი, შესაბამისად, სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა ჯიოვანი ვენდიტოს, რომელმაც 1942 წლის იანვარში, „ფიორენტინას“ მე-20 წამზე გაუტანა.

თუკი უფრო დავკონკრეტდებით, ლოსანომ თამაშის დაწყებიდან 8.95 წამის შემდეგ გაიტანა, ეს კი საერთოდ სერია A-ს უსწრაფეს გოლებში მე-3 შედეგი გახლავთ. უფრო სწრაფად მხოლოდ რაფაელ ლეაომ და პაოლო პოჯიმ გაიტანეს.

მექსიკელს „ლეგა კალჩოს“ მიმდინარე გათამაშებაში 9 გოლი მოუგროვა, თუმცა გუშინ მისი კარგი თამაში „ნაპოლის“ არ ეყო და 1:3 დამარცხდა. გატუზოს გუნდი სამეულს - 3-ით, ხოლო ოთხეულს 2 ქულით ჩამორჩება. ნეაპოლელები მომავალ უქმეებზე „პარმას“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები