ოთხმეზურის 24 ქულა - ნატალიამ სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო
Aa
Aa

ოთხმეზურის 24 ქულა - ნატალიამ სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო

გამარჯვებით დაიწყო კორონავირუსის გამო გვიან და შემჭიდროვებულად დაწყებული სეზონი ნატალია ოთხმეზურის “კასპერ თანდერლენდმა”, რომელიც ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობს. ქართველი უკანახაზელის ლიდერობით კასპერელებმა სამხრეთ აიდაჰოს კოლეჯი 83:67 დაამარცხეს.

ნატალია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელსაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 32 წუთი დაჰყო.

ოთხმეზურმა 4-დან 2 ორქულიანი, 11-დან 6 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 24 ქულით ნატალია მატჩის ბომბარდირი გახდა, რასაც 6 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. ქართველის შემდეგ გამარჯვებულთა გუნდში 21 ქულითა და 14 მოხსნით კობი კინგ-ჰოუი გამოირჩა. 

28 იანვარს მომდევმო მატჩში ოთხმეზურის გუნდი სამხრეთაღმოსავლეთ კოლეჯის გუნდს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები