სულშერი:
Aa
Aa

სულშერი: "ფერნანდეშისთვის ჯარიმების დარტყმაში ვარჯიში არასდროს დამივალებია"

FA Cup-ზე ერთმანეთს ორი მოსისხლე მტერი დაუპირისპირდა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ "წითელი ეშმაკების" თავკაცმა bein SPORT-ის ჟურნალისტთან ისაუბრა: "ორივე გუნდს მოგება სურდა. ჩვენი მიზანი მხოლოდ შეტევა იყო. 1 კვირის წინანდელი მატჩი უფრო ჩაკეტილი და არასანახაობრივი იყო. მატჩის წინ ფეხბურთელების მთავარი დავალება მაქსიმალურად შეტევა იყო.

უფრო პოზიტიურები უნდა ვიყოთ. ეს თასის თამაში იყო და ჩვენ ვისიამოვნეთ. ჩემმა გუნდმა შესანიშნავი მენტალობა გამოავლინა. არ დავნებდით, წინ წავიწიეთ, შანსები გვქონდა და გამოვიყენეთ კიდეც. გულწრფელად გეტყვით, მოწინააღმდეგემ კარგი გოლები გაიტანა. სალაჰის გოლი მომეწონა, მაგრამ ჩვენი რეაქცია ბრწყინვალე იყო.

გრინვუდმა და მარკუსმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს. არასდროს იცი აიღებს თუ არა მეკარე დარტყმულ ჯარიმას. ბრუნო ფერნანდეში ძირითად შემადგენლობაში არ დავაყენე. როგორც იქნა, მას დრო ჰქონდა, რომ ჯარიმების რეალიზაციაში ევარჯიშა. მე მისთვის ეს არასდროს დამივალებია, მაგრამ გუშინ უკანასკნელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი სახლში არ წავიდა და ჯარიმების დარტყმაში ვარჯიშობდა." - განაცხადა სულშერმა

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუანიტედის" გამარჯვების გოლი სწორედ ბრუნო ფერნანდეშმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. რაც შეეხება მატჩს, ანგარიში მე-18 წუთზე სალაჰმა გახსნა, რასაც 8 წუთში გრინვუდმა უპასუხა. რაშფორდმა მეორე ტაიმის დასაწყისში "წითელი ეშმაკები" წინ გაიყვანა, თუმცა შეხვედრის 58-ე წუთზე სალაჰმა დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. როგორც უკვე მოგახსენეთ, გამარჯვების მომტანი გოლი პორტუგალიელმა ნახევარმცველმა გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები