წარმატებული სტარტი - ბაზაძემ საერთაშორისო ტურნირზე იმარჯვა
Aa
Aa

წარმატებული სტარტი - ბაზაძემ საერთაშორისო ტურნირზე იმარჯვა

პარიზში გამართული მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირს გამარჯვებული სანდრო ბაზაძე გახდა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიატმა ქართელმა მოფარიკავემ პირველ ჯგუფში შვიდ მეტოქეს სძლია და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

პლეი ოფში კი სანდრომ ფრანგი სპორსტმენები არმან როშე (15:3), ალეკსანდრ ლაკაზე (15:7), ლეან ოლივიე (15:14) დაამარცხა და ფინალში ფრანგების ლიდერს ბოლად აპიტის დაუპირისპირდა.

გადამწყვეტი ორთაბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა შეხვედრის დასკვნით სტადიაში ბაზაძემ იყოჩაღა და ანგარიშით 15:13 გაიმარჯვა.

შეჯიბრებზე მონაწილეობას მასპინძლებთან ერთად აშშ-ს, გერმანიისა და საქართველოს 40-მდე მოფარიკავეები იღებდნენ.

შეგახსენებთ,რომ სანდრო ყველა ტურნირს ოლიმპიადის მოსამზადებელ ეტაპადად გამოიყენებს.

ცხელი ამბები